"ტაო-კლარჯეთი" - ალბომი-კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 14:19

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში, 4 თებერვალს, 17:00 საათზე, ალბომის "ტაო-კლარჯეთი (ხელნაწერი მემკვიდრეობა)" პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო ბანერები ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრებისა და ხელნაწერების შესახებ.
ალბომი  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.
ტაო-კლარჯეთში დაცულმა თუ გადაწერილმა ხელნაწერებმა მკვლევართა ყურადღება მიიპყრო. გამოიცა არაერთი თხზულება, შესწავლილია მინიატურები, კოდიკოლოგიური თავისებურებანი და სხვა, თუმცა ერთიანი კატალოგი, სადაც თავმოყრილია მცირე ინფორმაცია ტაო-კლარჯული ხელნაწერების შესახებ, პირველად გამოიცა.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია!

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44