მაღაროელებმა ფართომასშტაბიანი გაფიცვა გამოაცხადეს

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 14:04

ჭიათურ-მანგანეზის თანამშრომლებმა ფართომაშტაბიანი გაფიცვა გამოაცხადეს. მაღაროელების გაფიცვას შპს"ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი საწარმოს ადმინისტრაციის ნაწილიც შეუერთდა. ამჯერად მაღაროელები ხელფასის მომატებას არ ითხოვენ.

როგორც "ჯეონიუსს" ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ განუცხადა, ჭიათურ-მანგანუმში არსებული ვითარების შესახებ ხელისუფლება ინფორმირებულია. მისივე განმატრებით, გუშინ გამგეობასა და მაღაროელებს შორის შეხვედრა გაიმართა სადაც მაღაროელებმა სამი ძირიდი მოთხოვნა დააყენეს. მაღაოელები დამსაქმლებლისგან შრომითი კოდექსის გათვალისწინებას ითხოვენ, კერძოდ: უქმე დღეებით სარგებლობას, საავადმყოფო ფურცელზე მყოფი ადამიანებისათვის დღეების რაოდენობის მომატებასა და შვებულების ვადის 28 კალენდარული დღიდან, 45 კალენდარულ დღემდე ზრდას ითხოვენ. 

რაიონის გამგებლის გაnმარტებით, "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციას მაღაროელებთან კონკრეტული შეთავაზება აქვს, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი მოლაპარაკების რეჟიმშია.  

როგორ ცნობილია ჭიათურაში იმყოფება მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი, რომელიც მოლაპარაკების პროცესში აქტიურად იღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ მაღაროელებმა ფართომაშტაბიანი გაფიცვა გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოაცხადეს. მაღაროელებმა აქცია მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ახალი ხელისუფლებისაგან მათი პრობლემების შესწავლისადა უახლოეს თვეებში მოგვარების დაპირება მიიღეს.

                                                                                                     მირანდა ჭარხალაშვილი 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5