შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა–ტარებისთვის ერთი პირი დააკავა

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 13:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა,ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ლევან ნ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ლევან ნ. დაკავებისას თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე, „კალაშნიკოვი"-ს ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა, ლევან ნ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, გადაჭრილი სანადირო თოფი, ავტომატის კონდახი, 2 მჭიდი და 86 საბძოლო ტყვია ამოიღეს.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) 1-ლი და მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.53
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.49