ელდარ შენგელაიას ნატო ვაჩნაძის უნიკალური წერილები გადასცეს

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 12:54

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შენობაში კინორეჟისორ ელდარ შენგელაიასთვის დედის, სახალხო არტისტ ნატო ვაჩნაძის უნიკალური წერილების ასლების გადაცემის ცერემონია გაიმართა.  ცერემონიას შსს – ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი და პოლიციის აკადემიის პრორექტორი ფრიდონ დიასამიძე დაესწრნენ.

ცნობილია, რომ ელდარ შენგელაია ნატო ვაჩნაძის მოღვაწეობის შესახებ გამოსაცემად წიგნს ამზადებს. შსს - ს არქივის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ უნიკალური წერილები, რომელთაგან ერთ-ერთი ნატო ვაჩნაძემ ლავრენტი ბერიას მისწერა, ელდარ შენგელაიას წიგნში გამოსაქვეყნებლად გადასცეს. ეს წერილები აქამდე სრული სახით არასდროს გამოქვეყნებულა.

აღნიშნულ წერილებში, სახალხო არტისტი მის კარიერაში ხელოვნურად შექმნილ ბარიერებზე საუბრობს და ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ კინოფილმის გადაღების დაჩქარებას ითხოვს, სადაც მას ეკატერინე ჭავჭავაძის როლი უნდა შეესრულებინა; ნატო ვაჩნაძე წუხს, რომ სამი წლის განმავლობაში როლი არ ჰქონია, რაც დიდ უსამართლობად მიაჩნია.

წერილები რუსულ ენაზეა შედგენილი – ერთი ნაბეჭდია, მეორე კი – ხელნაწერი. პირველი – კინემატოგრაფიის საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე ივანე ბოლშაკოვისა და კინოსტუდიის დირექტორ ვლადიმერ მაჭავარიანის სახელზე, 1946წლის 1 თებერვალს არის გაგზავნილი.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია 1946 წლით დათარიღებული საქმე,რომელშიც იმდროინდელი კულტურის მოღვაწეების მიერ საბჭოთა კავშირის ცენტრალურ კომიტეტში (ცეკაში) გაგზავნილი წერილებია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55