მიხეილ სააკაშვილი ბაღდათის მოსახლეობას შეხვდა

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 12:22

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილლ სააკაშვილი  ბაღდათს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მათ რეგიონში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა და პარლამენტის ქუთაისში დატოვების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და რეგიონში არსებული პრობლემები იყო. მიხეილ სააკაშვილმა ბაღდათის მოსახლეობისგან ახალი ინიციატივები მოისმინა და მათ საკუთარი ხედვაც გაუზიარა.

საუბრისას  სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტის დატოვების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის იმერეთის რეგიონში არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისათვის და მისი თბილისში გადმოტანა მიზანშეწონილი არ არის.

ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ახლა საქართველოში არ არის დაპირისპირებისა და ნგრევის დრო. მიხეილ სააკაშვილის თქმით ქვეყანის წინსვლა და განვითარება უნდა გაგრძელდეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39