18 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 11:59

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა მარიამ არაქელოვის მკვლელობის ფაქტზე 1986 წელს დაბადებული სერგო მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 2013 წლის 1 თებერვალს, თბილისში, გ.ათონელის ქუჩაზე, ერთ–ერთი სახლის სადარბაზოს კიბის ქვეშ, ურთიერთშელაპარაკების დროს, გულმკერდის არეში დანით სასიკვდილოდ დაჭრა ამავე სახლში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული მარიამ არაქელოვი. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც, სერგო მ-მ იმავე დანით სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა.

დაკავებული, ამ დრომდე, თბილისის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში, პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სერგო მ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიებას თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1–ლი განყოფილება საქართველოს სსკ-ის 108–ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აწარმოებს, რაც 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46