სასოფლო - სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყო

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 11:55

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს შეხვდა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროგრამების შესახებ ესაუბრა. მინისტრის მოადგილე სასოფლო-სამეურნეო ბარათების გადაცემის პროცესსაც დაესწრო. მცირემიწიანი ფერმერებისთვის შემუშავდა სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტი, რომელიც საერთო ჯამში გათვალისწინებულია 640 000-ზე მეტი მიწის მესაკუთრისთვის, ვისაც საკუთრებაში აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

15 თებერვლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში შპს ,,მექანიზატორი“ საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს დაიწყებს.

„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება ქვემო ქართლის რეგიონიდან დაიწყო და ეტაპობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. პროექტს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი აფინანსებს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41