გრიპის ვირუსის გავრცელების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 11:29


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოში გრიპის გავრცელების შესახებ მოსხლეობას ინფორმაციას აწვდის.

 როგორც სამიონისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში, 2012-2013 წლების გრიპის სეზონზე გრიპის ვირუსის პირველი ლაბორატორიული დადასტურება დაფიქსირდა 48-ე კვირაში, რაც მიუთითებდა ამ სეზონზე გრიპის ვირუსის აქტიურ ფაზაში შესვლის დასაწყისს. აღნიშნულ ფაქტზე დაავადებათა კონტოროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების მეშვეობით, ინფორმირებულ იქნა ყველა სამედიცინო დაწესებულება და გაიცა რეკომენდაცია გრიპის სეზონთან დაკავშირებული სამედიცინო ქმედებების გააქტიურების შესახებ.

ქვეყანაში 2013 წლის მე-3 კვირიდან აღინიშნება გრიპისმაგვარი დაავადებებისა (ILI) და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციების (SARI) მატების ტენდენცია. მსოფლიო გამოცდილებით, გრიპის სეზონური მატება შენარჩუნებული იქნება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ბოლო სამი კვირის განმავლობაში სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 55 შემთხვევა, ხოლო გრიპის მიმდინარე სეზონის განმავლობაში -- 72 შემთხვევა, მათ შორის: 5 -B ტიპის და 67 A/H1pdm (მათ შორის, სხვადასხვა გართულებებით -- 3 ლეტალური გამოსავლით).

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას გრიპის სეზონური ვირუსიდასგან თვის დასაცავად, საუკეთესო საშუალებას ,გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო სეზონურ ვაქციის ჩატარებას ურჩევს.

ამასთან მედიკოსები გრიპის ფართო გავრცელებისას , ვირუსისგან არაპირდაპირი დაცვის საშუალებების გამოყენებას გვირჩევს, კერძოდ:

• უმჯობესია დაავადებული ადამიანები დარჩნენ სახლში: ამით დაიცავენ თავს მოსალოდნელი გართულებისგან, ხოლო საზოგადოებას - დაავადების გავრცელებისგან;

• ჯანმრთელებმაც და დაავადებულებმაც შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანონ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა;

• რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი;

• გამოიყენეთ სველი წესით დალაგება;

• იმ შემთხვევაში თუ დაავადება მიმდინარეობს მძიმედ და უჩვეულოდ ან დაავადებული მიეკუთვნება გრიპის გართულების მაღალი რისკის ჯგუფს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების მისაღებად.

 

გრიპის მძიმე მიმდინარეობის ნიშნებია:

• გახანგრძლივებული (3 დღეზე მეტი) მაღალი ცხელება (38 გრადუსზე მეტი);

• სუნთქვის გაძნელება;

• ქოშინი;

• ციანოზი;

• ტკივილი გულმკერდის არეში;

• სისხლიანი ან მოვარდისფრო ნახველის გაჩენა;

• ბავშვებში - ღებინება ან ყლაპვის გაძნელება, კრუნჩხვები.

გრიპის გართულების მაღალი რისკის ჯგუფებია:

• გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებით შეპყრობილნი;

• დიაბეტით დაავადებულნი;

• მცირე და ხანდაზმული ასაკი;

• ორსულები.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61