ანდრო ბარნოვი „სათემო სოლიდარობის ფონდის“ შექმნის ინიციატივით გამოდის

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 11:37

გორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას, შიდა ქართლის გუბერნატორმა, ანდრო ბარნოვმა, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ფონდის შექმნის იდეა გააჟღერა. „მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში გაძლიერდეს სოლიდარობა დაუცველთა მიმართ. არ არის აუცილებელი, ყველაფერში სახელმწიფო ჩაერიოს, თუმცა, აუცილებელია, რომ საზოგადოებამ საკუთარი თავის დაცვა და მოვლა მოახერხოს. ჩვენთან ყოველდღიურად მოდიან ძალიან გაჭირვებული ადამიანები, რომლებსაც დაუყოვნებლივი დახმარება ესაჭიროებათ, სამწუხაროდ, ხშირად სახელმწიფო ბიუჯეტით ამჟამად გათვალისწინებული პროგრამები ამ კატეგორიის ადამიანების დახმარებას არ ითვალისწინებს. არ არის აუცილებელი, დაველოდოთ ახალ ბიუჯეტს ან ახალი მილიარდელი მოვძებნოთ მოწყალების სათხოვნელად. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება თავად დაეხმაროს საკუთარ თავს და საკუთარ წევრებს,“ - განაცხადა ბარნოვმა და დასძინა რომ გუბერნატორის აპარატი ყველაფერს გააკეთებს, რათა სწრაფად მოგვარდეს იურიდიული დეტალები და ფონდმა ფუნქციონირება დაიწყოს.

,,ცხადია, ჩემს წვლილსაც მუდმივად შევიტან ფონდის დაფინანსებაში და იმედი მაქვს, რომ ამ მაგალითს, პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად, ძალიან ბევრი თანამდებობის პირი მიბაძავს. ასევე იმედი მაქვს, რომ ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეეხიდებიან და საზოგადოების დამოუკიდებელი წევრებიც - ყველა, ვისაც ამისი მცირედი საშუალება მაინც აქვს. მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ზომის შემოწირულობა, ერთი ლარიც კი, რადგან ამ ფონდის მომავალს განსაზღვრავს არა იმდენად მობილიზებული თანხების მოცულობა, არამედ - საზოგადოებაში სოლიდარობის გრძნობის არსებობა. დარწმუნებული ვარ, რომ ფონდის საქმიანობაში ეკლესიაც ჩაერთვება და ამ ფონდს აქვს მომავალი, ისევე როგორც ჩვენს ერს და ჩვენს საზოგადოებას. სოლიდარობა სწორედ ის გარანტიაა, რაც ჩვენი საზოგადოების განვითარებას, უსაფრთხოებასა და ჩვენი ერის ნათელ მომავალს უზრუნველყოფს,“ - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

გუბერნატორის თქმით, ფონდი მთლიანად დამოუკიდებელი იქნება და მას საზოგადოების წარმომადგენელთაგან შემდგარი საბჭო წარუძღვება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46