ქალთა ფონდი ქალთა საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 00:05

ქალთა ფონდი საქართველოში ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს –“Women's Rights – Art in Action”, რომლის მიზანია ქალთა საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მგრძნობელობის გაზრდა.პროექტის ფარგლებში ქალთა ფონდი იწყებს ქალთა საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მგრძნობელობის გაზრდის კამპანიას, რაც გულისხმობს გლობალურ ქმედებას, რომელიც მთელ მსოფლიოს უჩვენებს ქალთა მრავალრიცხოვნებას საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში. აქციის ინიციატორები მოუწოდებენ მილიონობით ქალს გამოვიდნენ სახლებიდან, სამსახურებიდან და გაერთიანდნენ იმისთვის, რომ იცეკვონ და მოახდინონ ერთიანი ძალის დემონსტრირება სამართლიანობის აღდგენის, ძალადობის დაგმობისა და გენდერული თანასწორობისათვის.

კამპანიის ფარგლებში სამი მნიშნელოვანი ღონისძიების განხორციელება იგეგმება:

ქუჩის პერფომანსები: One Billion Rising (მილიარდი ამბოხებული) Break The Chain (გაწყვიტე ჯაჭვი) და ქართველი ქალი არტისტების ნამუშვრების გამოფენა „Auto Nomos (პირადი კანონი), თემაზე ქალთა სექსუალური უფლებები და გამოცდილებები.

1. ქუჩის პერფომანსი : One Billion Rising – (მილიარდი ამბოხებული)

2013 წლის 14 თებერვალს მსოფლიოში პირველად ტარდება გლობალური კამპანია „მილიარდი ამბოხებული“, რომლითაც ივ ენსლერს, კამპანიის იდეის ავტორს და ინიციატორს, უნდა მთელ მსოფლიოს უჩვენოს ქალთა სოლიდარობა და უამრავი ქალის ერთობლივი ძალისხმევა თავიანთი უფლებების დაცვისთვის.

საქართველო უერთდება ამ კამპანიას და 2013 წლის 14 თებერვალს, 15:00 სთზე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალთა ფონდის ინიციატრივით მოეწყობა პერფომანსი - One Billion Rising (მილიარდი ამბოხებული).

კამპანიის სლოგანია: მილიარდი ქალის ცეკვა უკვე რევოლუციაა!

2. ქუჩის პერფომანსი: Break The Chain (გაწყვიტე ჯაჭვი).

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში 16 თებერვალს 16:00 სთ–ზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება პერფომანსი Break The Chain (გაწყვიტე ჯაჭვი).

3. გამოფენა: Auto Nomos (პირადი კანონი)

17 თებერვალს, 18:00 სთ–ზე, გალერეაში „არტ ავენიუ“ , გაიხსნება ქართველი ქალი არტისტების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით, Auto Nomos (პირადი კანონი), თემაზე – ქალთა სექსუალური უფლებები და გამოცდილებები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფორმატში შესრულებული ნამუშევრები (ფოტო, ვიდეო, ფერწერა, გრაფიკა, ინსტალაცია, პოსტერი, შერეული მედია, სხვა). გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41