თენგიზ შერგელაშვილი ხვალ ოზურგეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრას გამართავს

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 23:49

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ხვალ, 12 თებერვალს, 13:00 საათზე ოზურგეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრა რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში გაიმართება და მას გურიის გუბერნატორი, მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების - UNDP-სა და GIZ-ის ადგილობრივი ექსპერტები დაესწრებიან.

შეხვედრაზე მთავარ თემად განიხილება საქართველოს მთვარობასა და ევროკავშირს შორის 2011 წლის 14 ნოემბერის დაფინანსების ხელშეკრულებით (საქართველოში რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა) ქართული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები უკვე გაიმართა კახეთისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციებში. ოზურგეთის შემდეგ ანალოგიური შეხვედრა ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციაში 13 თებერვალს, ხოლო ამბროლაურში 14 თებერვალსაა დაგეგმილი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51