აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრა თბილისში გაიმართება

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 20:08

2013 წლის 12-13 თებერვალს თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას ქართული მხრიდან უმასპინძლებენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ასევე, საქართველოს მხრიდან არაფორმალურ დიალოგში მონაწილეობას მიიღებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.

ევროკავშირის მხრიდან - გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევოკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკომისარი ტრანსპორტის დარგში, სიიმ კალასი. „აღმოსავლეთ პარტნიორობის" აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვევიან ინიციატივაში ჩართული ყველა ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები.

საქართველოში დაგეგმილი არაფორმალური შეხვედრა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შემდგომი განვითარების საკითხებთან ერთად, მოიცავს სექტორულ, კერძოდ, ტრანსპორტის სფეროში დიალოგის ელემენტებს.

თბილისში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის შეხვედრა წინ უსწრებს 2013 წლის 28-29 ნოემბერს ქ. ვილნიუსში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მესამე სამიტს და იძლევა სამიტისთვის უფრო ეფექტიანად მომზადების შესაძლებლობას, დახურული მიზნების მიღწევის გზებსა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის თვალსაზრისით.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის ფორმატი შემოღებულ იქნა 2012 წლის 17 აპრილს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ქეთრინ ეშტონისა და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს ექვსი აღმოსავლეთევროპული პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი ერთობლივი მიმართვის საფუძველზე. „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის პირველი შეხვედრა 2012 წლის 5 ივნისს ქ. კიშინეუში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4