"აფბა" საბჭოთა ანაბრების გაუფასურებაში ეროვნული ბანკის დანაშაულებრივ ქმედებებს ხედავს

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 17:29

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაწყებული ფინანსური სფეროს ტრანსფორმაციის კვლევას აგრძელებს.  ამ მიზნით  "აფბა"  საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრს ქმნის.

 აღნიშნულ საკითხზე  ასოციაციის წარმომადგენლებმა დღეს ბრიფინგი for.ge-ის პრესკლუბში გამართეს.

როგორც "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტმა, ნოდარ ჭიჭინაძემ განმარტა, 90-იან წლებში განვითარებული ჰიპერინფლაციური პროცესების გამომწვევი მიზეზების კვლევისას, ეროვნული ბანკის დანაშაულებრივი ქმედებები გამოიკვეთა."ამ ეტაპზე იკვეთება ეროვნული ბანკის ბრალეულობა, რომელმაც დანაშაულებრივი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით წაახალისა ინფლაციური პროცესები და ამით გამოიწვია მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღატაკება"- განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

"ჯეონიუსის" კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი საბჭოთა პერიოდში გაცემული კრედიტები სახელმწიფომ ვალად აღიაროს და მოსახლეობას 90-იან წლებში დაკარგული თანხა დაუბრუნოს, "აფბას" ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საუბარი საკმაოდ სერიოზულ თანხაზეა, რომლის დაბრუნების შესაძლებლობა საქართველოს ბიუჯეტს ამ ეტაპზე არ გააჩნია.

ასოციაციის წევრებმა დღეს ასევე საზოგადოებას წარუდგინეს იმ 500 ორგანიზაციათა არასრული ჩამონათვალი, რომელთაც "აფბას" ინფორმაციით, ეროვნული ბანკისგან 1991-1993 წლებში, ასეულობით მილიარდის მოცულობის კრედიტი მიიღეს. მათივე ინფორმაციით, ორგანიზაციათა შორის უმეტესობა ბანკია, რომელთაგან დიდი ნაწილი ან აღარ არსებობს ან საზოგადოება სხვა იურიდიული სახელით იცნობს. 

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" მოკვლეულ მასალას შემდგომი რეაგირებისთვის, პროკურატურას გადასცემს.

                                                                                        მირანდა ჭარხალაშვილი

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5