თუმანიშვილის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 17:01

მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება. სპექტაკლს  სახელწოდებით "ამორ" ნინო ბურდული დგამს, რომელიც გერმანელი მწერლის პეტერ ჰირჰეს პიესის - "მსოფლიოში ყველაზე უცნაური სიყვარულის ისტორია" მიხედვით იქნება წარმოდგენილი. პიესა ქალისა და მამაკაცის სიყვარულისკენ მარადიულ ლტოლვაზეა  კონცენტრირებული. ეს ლტოლვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თითოეული ცალკე აღებული წყვილის კონკრეტული სასიყვარულო ისტორია. ამიტომ ოცნებობენ ადამიანები სიყვარულზე, რომელიც სინამდვილეში არ გავს ხოლმე მათს ოცნებას, ამიტომ ეძებენ იდეალს და ხშირად გვერდზე მყოფს ვერ ხედავენ.პრემიერა 14,15,16 და 17 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59