8 თებერვლის მოვლენები არაჯანსაღი გარემოს ლოგიკური შედეგია - ირაკლი ღარიბაშვილი

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 16:46

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიურ კორპუსს 8 თებერვალს განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეომასალები აჩვენა და ვითარება გააცნო. მინისტრის თქმით, 8 თებერვალი არ არის ლოკალური ხასიათის მოვლენა  და ის იმ არაჯანსაღი გარემოს ლიგიკური შედეგია, რომელშიც უწევს მუშაობა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს.

"სახელმწიფო დასაზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემა ერთიან ორგანიზმს უნდა წარმოადგენდეს. თუ რაიმეს მნიშვნელოვნად აზიანებს საარჩევნო ბატალიებიდან ინერციით გამოყოლილი კონფრონტაციული რეჟიმი და სეპარაცია, ეს სწორედ უსაფრთხოების სფეროა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების დეპოლიტიზაციისა და კოჰაბიტაციის აუცილებლობაზე. 8 თებერვლის მოვლენებმა დაგვანახა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ უმნიშვნელოვანესი პრინციპის დარღვევას მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მათ შორის პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო. საქმეზე დაკითხულია 43 მოქალაქე, გამოძიებასთან დაკავშირებით ჩვენება უნდა მიეცა თბილისის მერს გიგი უგულავას და უმცირესობის წარმომადგენლებს, თუმცა მათ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46