შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიტიკური გავლენის ქვეშაა - გიგა ნასარიძე

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 16:15

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი ხედვა საქართველოს" ხელმძღვანელი გიგა ნასარიძე 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტზე მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. მისი განცადებით, გამოძიება არაობიექტურია.

ნასარიძე ასევე აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ ინციდენტში მონაწილე პირების უმრავლესობას მხოლოდ 100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

"გამოძიება არ არის ობიექტური და ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური გავლენის ქვეშაა. ესეთი შინაგან საქმეთა მინისტრი ჯერ საქართველოს არ ჰყოლია ის აკეთებს პირდაპირ პოლიტიკურ განცხადებებს, ის ყოფს აქციაში მონაწილე პირებს თავის მომხრეებად და მოწინაამღდეგებად" - აღნიშნა ნასარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე 2013 წლის 8 თებერვალს საპროტესტო აქციაში მონაწილე პირები, მელორ ვაჩნაძე და მიშა მესხი სასამართლომ 100–100 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46