ალექსი პეტრიაშვილი ლატვიის სეიმის დელეგაციას შეხვდა

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 16:19

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ლატვიის სეიმის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოიარს ერიკს კალნინში ხელმძღვანელობს. სახელმწიფო მინისტრმა ლატვიურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე აქტიური მხარდაჭერისათვის და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ლატვიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. თავის მხრივ, ოიარს ერიკს კალნინშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის მიერ საქართველოს საგარეო კურსის მხარდაჭერა: “მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობაში კვლავაც არსებობს მზაობა ქვეყნის დასავლეთისკენ, ევროპული ინტეგრაციისაკენ სვლის მიმართულებით. ლატვია კვლავაც მხარს დაუჭერს საქართველოს ამ საგარეო კურსში.“საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა: „საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია-ეს არის ევროპა, ეს არის ნატო, ამ მიმართულებით ჩვენ სვლას განვაგრძობთ და ამავე დროს ჩვენ შევეცდებით, რომ მოვახდინოთ ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთთან“.

შეხვედრაზე ალექსი პეტრიაშვილმა ოიარს ერიკს კალნინშს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის კუთხით 2013 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისა და წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შემუშავების პროცესის შესახებ.

მხარეებმა, ასევე, ვრცლად ისაუბრეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის საქართველოს მზადების თაობაზე.

სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ლატვიის მხარეს უცვლელი პოზიციისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მტკიცედ გატარებასთან დაკავშირებით.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45