"UMA2RMAN"-ი Event Hall-ში

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 15:04

სიყვარულის დღეს გრანდიოზული კონცერტის ჩასატარებლად ჯგუფი „UMA2RMAN“-ის სოლისტები საქართველოში დღეს ჩამოვლენ. სოლო კონცერტი 14 თებერვალს საღამოს 9 საათზე დაიწყება. ძმები კრისტოვსკები  ყველასათვის ცნობილ და საყვარელ ჰიტებთან ერთად, მსმენელის წინაშე ახალი სიმღერითაც წარსდგებიან. ღონისძიების After Party  სასტუმრო რადისონში გაიმართება. საღამო 23:00 საათზე დაიწყება და  მას ვახო კანდელაკი გაუძღვება. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს პაატა ანდრიაძის ბენდი,ყველასათვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს გიორგი სუხიტაშვილი . მოწვეული სტუმრებისათვის საღამოს გააგრძელებენ ჯგუფის სოლისტები ძმები კრისტოვსკები. კონცერტი ახლადშექმნილი კომპანია ჯოი ფრომოუშენის ორგანიზებით ტარდება. ახალგაზრდა მეგობრების მიერ შექმნილი კომპანიის მიზანია საქართველოს ყველა ასაკისა და გემოვნების მსმენელის სურვილების შესრულება. ჯოი ფრომოუშენი მომავალშიც უამრავ სიურპრიზს ჰპირდება ქართველ მსმენელს.ღონისძიების გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკის ‘’SOLO’’ მომსახურებაა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5