თავდაცვის „მინისტრის ხედვა" არსებული საფრთხეებისა და საჭიროებების ანალიზს ეყრდნობა

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 14:59

„ჩვენს სისტემაში დანერგილი იქნება გამჭვირვალობა, რათა საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე უფრო ეფექტური იყოს. უკვე გავზარდეთ ხელფასები სამხედრო მოსამსახურეებზე ავღანეთში. ასევე, 1 თებერვლიდან ხელფასები 25%-ით გაეზარდათ საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების 89%-ს. არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეიქმნა რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, რათა თავდაცვის რეფორმირების პროცესში ეფექტურად ჩავრთოთ საზოგადოება. ის სისტემა, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, უზრუნველყოფს ეტაპობრივად სრულად გადასვლას პროფესიულ ჯარზე. ეს იქნება ძალიან დიდი წინსვლა თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში და ჩვენი ნატოსთან თავსებადობის კუთხით. ვისაუბრეთ, ასევე, ჩვენს ევრო-ატლანტიკურ სწრაფვაზე, პრემიერ-მინისტრის და მთელი მთავრობის დეკლარირებულ ხედვაზე. ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში და თავდაცვის სამინისტრო თავის წვლილს შეიტანს ამ პროცესის კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით და დინამიკით წინსვლაში“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ახალი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

დღეს, თავდაცვის მინისტრმა, 2013-2014 წლისათვის „მინისტრის ხედვა” სამოქალაქო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას წარუდგინა.

დოკუმენტში თავდაცვის უწყების პრიორიტეტები და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებებია გაწერილი. „მინისტრის ხედვა“ გასული წლების გამოცდილებას, არსებული საფრთხეებისა და საჭიროებების ანალიზს ეყრდნობა.

დოკუმენტის თანახმად, 2013-2014 წლებში თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები გამჭვირვალობის გაზრდა და სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება ; თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სისტემების განმტკიცება; ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება და ნატოსთან თავსებადობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.

მომავალი ორი წლის განმავლობაში ეფექტიანი, მობილური, თანამედროვე და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალები უნდა შეიქმნას. დოკუმენტში ჩამოყალიბებულია შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების ხედვა, რათა ისინი მზად იყვნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. „მინისტრის ხედვა“- ში ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა სამხედრო მოსამსახურეთა განათლებას, წვრთნას, კარიერის მართვასა და სოციალურ დაცვას.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57