ეროვნულ ბიბლიოთეკასთან სერგო რატიანის ცემის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 14:14

2013 წლის 11 თებერვალს შს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ხულიგნობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ნიკოლოზ არაბული დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით,დაკავებულმა 2013 წლის 8 თებერვალს, გუდიაშვილის ქუჩაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პარლამენტის დეპუტატ სერგო რატიანს.

როგორც ცნობილია, არაბულის დაკავებას საფუძვლად დაედო კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის, დაკითხვისა და პირის ამოცნობის ოქმები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ვიდეომასალები.

ნიკოლოზ არაბული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.82
  • 3.1
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39