ირაკლი ღარიბაშვილმა 112-ის დღე საზოგადოებას 112-დან მიულოცა

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 13:58

112-ის დღესთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების ოფისში გამართულ ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 112-ის ხელმძღვანელთან,გიორგი ბიჭაშვილთნ ერთად დაესწრო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა 112-ის დღე საგანგებო სიტუაციების თანამშრომლებსა და საზოგადოებას მიულოცა და აღნიშნა რომ ამ სამსახურის ცნობადობა მნიშვნელოვანია.მინისტრმა მაგალითიც მოიყვანა, როდესაც 4 წლის ლექსომ 112-ზე დარეკა და დედის სიცოცხლე გადაარჩინა. "დღეს არის ძლიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენი მიზანია რომ საზოგადოებაში 112 -ის მნიშვნელობა გავზარდოთ. ჩვენ გვინდა ამას მივაღწიოთ, ყველამ უნდა იცოდეს ბავშვი იქნება თუ დიდი, რომ 112 არის ნომერი სადაც შეგიძლია დარეკო და დახმარება მიიღო"- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი 112 ერთი წელია ფუნქციონირებს და მის ძირითად ფუნქციას საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება და მათზე რეაგირება წარმოადგენს. 112-ზე დარეკვით, მოქალაქეები სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურებს და საპატრულო პოლიციას შეუფერხებლად უკავშირდებიან. ერთიანი ქოლცენტრისა და ცენტრალიზებული სისტემის მიზანია, გადაუდებელი დახმარების სამსახურებთან მოქალაქეებს მარტივი და ხელმისაწვდომი კავშირი შესთავაზოს.

11 თებერვალს საქართველოში, ისევე, როგორც ევროპაში 112-ის დღე აღინიშნება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57