2005 წლის 2 დეკემბრის საკრებულოს სხდომის დარბევის მონაწილეები საგანგებო განცხადებას აკეთებენ

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 13:39

კახა კუკავა, სოსო შატბერაშვილი, კახა ძაგანია, პაატა ჯიბლაძე, კონსტანტინე გუგუშვილი და დავით ვერძეული საგანგებო განცხადებას აკეთებენ:

"ბოლო დღეებში, კიდევ ერთხელ გახდა საზოგადოების მსჯელობის საგანი ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები.

თავიდანვე ხაზგასმით გვსურს განვაცხადოთ, რომ ვგმობთ პოლიტიკაში ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, განსაკუთრებით მიუღებელია როგორც სამართლებრივი, ისე ზნეობრივი თვალსაზრისით ქალბატონისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფა.

იმავდროულად საზოგადოება არ უნდა წამოეგოს პროვოკაციას და არ უნდა შეაფასოს მოვლენები ორმაგი სტანდარტით, კონტექსტიდან ამოგლეჯილად. აუცილებელია პროკურატურამ გამოიძიოს არა მხოლოდ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები, არამედ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პოლიტიკური რეპრესიის განხორციელებული სხვა უამრავი ფაქტი.

ამჯერად, გვსურს პროკურატურას მოვუწოდოთ გამოძიებულ იქნეს 2005 წლის 2 დეკემბერს თბილისის საკრებულოს სხდომაზე განხორციელებული უპრეცენდენტო თავდასხმა, როდესაც რამოდენიმე ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში, საკრებულოს სხდომაზე, სადაც განიხილებოდა თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი, შემოიჭრა ნაციონალური მოძრაობას დაქვემდებარებაში მყოფი უკანონო (ე.წ. „ზონდერ“) ფორმირება, რომელიც სასტიკად გაუსწორდა იქ მყოფ პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებს.

ჩვენ როგორც ზ/ა მოვლენების უშუალო მონაწილეები, მოვუწოდებთ პროკურატურას გამოძიებული იქნეს აღნიშნული ფაქტი და კანონის თანახმათ მიეცეს სამართლებრივი შეფასება."

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5