11 თებერვალი 112-ის დღეა

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 13:11

11 თებერვალს საქართველოში, ისევე, როგორც ევროპაში 112-ის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით 112-ის ოფისში სპეციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და 112-ის ხელმძღვანელი, გიორგი ბიჭაშვილი დაესწრნენ. ასევე, ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთაც 112-ის სახელით სამსახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.112-ზე დარეკვა საქართველოში მოქმედი ყველა ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელიდან შეიძლება. ზარის განხორციელება უფასოა და დარეკვა ტელეფონის ორმხრივად გათიშვისა, თუ სიმბარათის არარსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია.

112 დედაქალაქის მასშტაბით ასევე უზრუნველყოფს: საგზაო უსაფრთხოების ეფექტურ მართვას, გზაჯვარედინებზე დამონტაჟებული შუქნიშნების მონიტორინგის გზით, რაც ხელს უწყობს შეუფერხებელ მოძრაობასა და შუქნიშნის წითელ სიგნალზე ლოდინის ხანგრძლივობის შემცირებას.

საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი 112 ერთი წელია ფუნქციონირებს და მის ძირითად ფუნქციას საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება და მათზე რეაგირება წარმოადგენს. 112-ზე დარეკვით მოქალაქეები სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო პოლიციას შეუფერხებლად უკავშირდებიან. ერთიანი ქოლცენტრისა და ცენტრალიზებული სისტემის მიზანია, გადაუდებელი დახმარების სამსახურებთან მოქალაქეებს მარტივი და ხელმისაწვდომი კავშირი შესთავაზოს.

11 თებერვალი 112-ის დღედ ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ  2009 წლის თებერვალში გამოაცხადეს. ეს თარიღი ყოველწლიურად აღინიშნებადა მიზნად ისახავს 112-ის ცნობადობის გაზრდას. ამ კუთხით აქტიურად მუშაობს ევროკავშირი, ვინაიდან  საგანგებო სიტუაციების ცნობადობა საზოგადოებაში, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41