ჩემთვის უბრალოდ გაუგებარი და სამარცხვინოა, როცა ქალაქის მერი უარს აცხადებს დაკითხვაზე მისვლაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 12:28

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, იმ ფაქტს, რომ ქალაქის მერი დაკითხვაზე არ გამოცხადდა, სამარცხვინო უწოდა. ღარიბაშვილმა ყველა მოქალაქეს კანონის დაცვისკენ მოუწოდა. "იქნება ეს გიგი უგულავა თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, კანონი ყველასთვის უზენაესია და კანონის წინაშე ყველა თანაბარია. ჩემთვის უბრალოდ გაუგებარი და სამარცხვინოა, როცა ქალაქის მერი უარს აცხადებს დაკითხვაზე მისვლაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. საქართველოში, როგორც ჩანს, არსებობდა წინა ხელისუფლების მიერ პრივილეგირებული კასტა. ჩვენი ხელისუფლების დროს ეს კასტა აღარ იარსებებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიგი უგულავა, და კობა ხაბაზი დაკითხვაზე ბიბლიოთეკასთან მომხდარ საქმესთან დაკავშირებით დაიბარა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46