კობა ხაბაზი დაიკითხა

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 12:20

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, კობა ხაბაზი მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის სამმართველოში გამომძიებლის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდა. ამის შესახებ მან დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაბაზის ინფორმაციით, გამომძიებლები რამდენიმე დეტალით დაინტერესდნენ, თუმცა ამ დეტალების დაკონკრეტებისაგან უმცირესობის წევრმა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავი შეიკავა.შეგახსენებთ, რომ უმცირესობის წვერი 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაიკითხა. მასთან ერთად დაბარებული ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კანდელაკი და გიგი უგულავა სამმართველოში დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46