„საბანკო და კერძო სესხებისგან დაზარალებულთა ლიგა“ პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 12:08

"გუშინ ქალბატონმა თეა წულუკიანმა ჩვენთან შეხვედრისას (ბანკებისა და კერძო იპოტეკარებისგან დაზარალებულ ადამიანებს) ცინიკურად მოგვმართა: „როდესაც ხელშეკრულებებს აფორმებდით შიგნით არ იხედებოდითო,ხომ იცოდით რაზე აწერდით ხელსო?“ ქალბატონო თეა, ჩვენ კარგად გვახსოვს ის მრავალაასიათასიანი აქციები და სატელევიზიო გამოსვლები, სადაც ჩვენ ძალიან დაკვირვებით ვისმენდით ბატონი ბიძინა ივანიშვილის თითოეულ სიტყვას, დაპირებებს, რომ ჩვენ ბანკებისაგან და კერძო იპოთეკარებისაგან დაზარალებული ადამიანები, რომლებსაც სააკაშვილის ტოტალური ტერორის გამო გვემუქრებოდა გამოსახლება, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არცერთი არ დავრჩებოდით გარეთ. ასე რომ ვიდრე ჩვენ გვირჩევდეთ ხელშეკრულებაში ჩახედვას , ეგებ თქვენ ჩაგეხედათ „ქართული ოცნების“ პროგრამაში.

სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგაც პრაქტიკულად ყოვლდღიურად იუსტიციის სამინისტროს დაკვემდებარებაში მყოფი სააღსრულებლო ბიურო, სააკაშვილის მიერ შექმნილი ფაშისტური მეთოდებით ადამიანებს კვლავ გარეთ ყრის, არ დაგიდევენ რა, არც მცირეწლოვან ბავშვებს, არც მოზარდებს, არც ინვალიდებს და არც მწოლიარე ხანდაზმულ ადამიანებს.

ბატონო ბიძინა, უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალიწინოთ ჩვენი უმძიმესი მდგომარეობა, ასევე ის, რომ ხშირ შემთხვევებში საქმე გვაქვს მევახშეების მხრიდან ორგანიზებული თაღლითობის ფაქტებს, რომელიც გადაცემულია შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე გაითვალისწინოთ თქვენივე გულწრფელი დაპირება და დაგვეხმაროთ ამ პრობლემის გადაწყვეტაში. ჩვენ არ გაურბივართ პასუხისმგებლობას, ჩვენ გადავიხდით ამ ვალებს, მაგრამ გვჭირდება დრო და გრძელვადიანი სესხები (და არა სავახშო 4-12%-იანი სესხები თვეში), რათა გადავიხადოთ ვალები და არ დავრჩეთ ოჯახებით ღია ცის ქვეშ.

ჩვენ ვეთანხმებით თქვენს ინიციატივას რომელიც ეხება სამთავრობო სტრუქტურებში ამ საკითხზე მომუშავე კომისიის შექმნას და გთხოვთ მასში ჩართოთ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური იურისტი „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ბატონი კახა კუკავა."

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41