"ნარკოტიკების „ჩადება“ და ბრალდებულებზე ზეწოლა კვლავ გრძელდება" - თავისუფალი საქართველო

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 12:04

პარტია „თავისუფალ საქართველოს“ მომართა ბრალდებულ ანდრო გამრეკლიძის ადვოკატმა მიტროფანე სტურუამ. გამრეკლიძე შსს-ს თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა 2012 წლის 13 დეკემბერს და მას ბრალად სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება. როგორც წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, შესაძლოა, ადილი ჰქონდეს ჯერ ნარკოტიკული ნივთიერების ე.წ. „ჩადებას“ და შემდეგ დაკავებულზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აღიარების მიღების მიზნით. ცნობილია, რომ აღნიშნული პრაქტიკა ფართოდ გამოიყენებოდა წინა ხელისუფლების დროს, თუმცა, შემაშფოთებელია, რომ მსგავსი ტენდენციის ნიშნები იკვეთება ახალი მმართველობის პირობებშიც (გუნავას საქმე და ა.შ).

1. ოქმის მიხედვით, ბრალდებულის დაკავება მოხდა ქ. თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე 16:00 საათზე. ადვოკატის მტკიცებით, ანდრო გამრეკლიძე 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდა ათენის ციხეში და მისი დაკავება მოხდა თბილისში დეპორტაციისთანავე აეროპორტში, დაახლოებით 3-4 საათზე. შემდეგ კი, ოქმში ჩაიწერა დაკავების სხვა დრო და სხვა ადგილი. ბუნებრივია, საბერძნეთიდან ექსტრადირებულ პირს, თან ვერ ექნებოდა ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი, რომელიც მისი პირადი ჩხრეკის შედეგად „ამოიღეს“ სამართალდამცავებმა და ასევე გამორიცხულია გამრეკლიძის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა. ამდენად, გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს ბრალდებულის დაკავების ზუსტი ადგილის და დროის დადგენას. მიუხედავად იმისა, რომ გამრეკლიძის აეროპორტში დაკავებას ადასტურებს ამ ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო თვალის ჩანაწერი, რომელმაც, დიდი ალბათობით, დააფიქსირა ბრალდებულის დაკავება, არც პროკურატურის და არც სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული დაცვის მხარის შუამდგომლობა ვიდეო ჩანაწერის ამოღების და გამოკვლევის შესახებ.

2. გამრეკლიძეზე ამ დრომდე მიმდინარეობს ზეწოლა, კერძოდ, იზოლატორში მისთვის უცნობი პირები ბრალდებულისგან მოითხოვენ აღიარებითი ჩვენების დაწერას.

მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს და სახალხო დაცველის ოფისს, დაინტეესდნენ ბრალდებულ გამრეკლიძის საქმით. ასევე, ვთხოვთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, დაესწრონ გამრეკლიძის სასამართლო პროცესს, რომელიც გაიმართება მომავალ ორშაბათს 11 თებერვალს, 12:00 საათზე.

კახა კუკავა - პარტიის თავმჯდომარე

დიმიტრი ლორთქიფანიძე - პარტიის აღმასრულებელი მდივანი

თემურ ქორიძე - უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39