flydubai ქსელს აფართოებს

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 11:45

flydubai ქსელს პაკისტანის მიმართულებით აფართოებს. დუბაის ინოვაციური ავიაკომპანია პაკისტანის ორი ქალაქის მულტანის და სიალკოტის მიმართულებით იწყებს ფრენების განხორციელებას.

ავიაკომპანია flydubai 2013 წლის 13 და 14 მარტიდან პაკისტანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სიალკოტის და ქვეყნის ცენტრალური ქალაქის მულტანის მიმართულებით კვირაში 3 რეისს შეასრულებს.

"ჩვენმა ავიაკომპანიამ პაკისტანში, ყარაჩის მიმართულებით რეისების შესრულება 2010 წლის ივნისში დაიწყო. ეს რეისი საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. გაერთიანებულ არაბეთის საემიროებში ძალიან ბევრი პაკისტანელი ემიგრანტი ცხოვრობს, ასევე ბევრმა სავაჭრო კავშირები დაამყარა ჩვენს ქვეყანასთან. ჩვენ გვაქვს მყარი მოლოდინი იმისა, რომ ეს ორი ახალი რეისი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც არის ყარაჩის რეისი, რადგან ჩვენ მგზავრებს ხელმისაწვდომ ტარიფებს ვთავაზობთ"- განაცხადა "flydubai" - ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა.

ფრენების განრიგი:

სიალკოტი: flydubai სიალკოტის მიმართულებით კვირაში 3 რეისს შეასრულებს. ფრენები განხორციელდება ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. რეისი ნომრით FZ337 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 00.25 სთ-ზე გაფრინდება და სიალკოტში ადგილობრივი დროით 04.25 სთ-ზე დაეშვება. რეისი ნომრით FZ338 სიალკოტიდან 05.05 საათზე გაფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 08.15 სთ-ზე დაეშვება.

მულტანი: flydubai მულტანის მიმართულებით კვირაში 3 რეისს შეასრულებს. ფრენები განხორციელდება სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. რეისი ნომრით FZ339 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 00.30 სთ-ზე გაფრინდება და მულტანში ადგილობრივი დროით 04.05 სთ-ზე დაეშვება. რეისი ნომრით FZ340 მულტანიდან 05.05 საათზე გაფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 07.15 სთ-ზე დაეშვება.სიალკოტის მიმართულებით ორმხრივი ფრენების ღირებულების საწყისი ფასი 1050, ხოლო მულტანის მიმართულებით 1230 დირჰამი იქნება. ეს ფასები შეიცავს ყველა საბაჟო მოსაკრებელს, 7კგ-მდე ხელბარგის და პატარა ზომის ნოუთბუქის ჩანთის ტრანსპორტირების საფასურს. 20 კგ. შემოწმებული ბარგის ღირებულება 50 დირჰამიდან იწყება. ვიპ სავარძელი დამატებით 100 დირჰამი დაგიჯდებათ.

ბილეთების შეძენა flydubai.com ინტერნეტგვერდის, ქოლ ცენტრის (+971 4 231 1000) ან პარტნიორი დისტრიბუტორი კომპანია დუბაი ჯის მეშვეობითაა შესაძლებელი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46