დედოფლისწყაროს საავადმყოფოში 5 თვის ჩვილი გარდაიცვალა

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 11:29

5 თვის ჩვილი გარდაიცვალა დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში. ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, ახალშობილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საზღვრისპირა სოფელ კასრისწყლიდან გადმოიყვანა.

დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ხელმძღვანელის ხათუნა აგლაძის განმარტებით, ჩვილი საავადმყოფოში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.

„გასინჯვაც ვერ მოვასწარით, სტაციონარში შემოყვანიდან 3-4 წუთში გარდაიცვალა. სხვა ინფორმაცია არ მაქვს. მაშინვე პოლიცია და სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ,“ – აღნიშნავს ხათუნა აგლაძე.

მედიკოსების განმარტებით, ახალშობილი ასაკთან შედარებით განვითარებასაც ჩამორჩა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალშობილს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა

ჰქონდა. გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად ვირუსული ინფექცია და მშობლების უყურადღებობა სახელდება.

ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, ჩვილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ოჯახიდანაა.

მომხდართან დაკავშირებით შსს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში მომდინარეობს წინასწარი გამოძიება.

სოფელი კასრისწყალი დედოფლისწყაროში მდებარეობს, თუმცა ახმეტის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. სოფელი სხვა დასახლებულ პუნქტებს მოწყვეტილია. ის ახმეტიდან 162 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო დედოფლისწყაროდან 45 კილომეტრით. სოფელ კასრისწყალში 2002 წლის აღწერის მონაცემებით 400-მდე ადამიანი ცხოვრობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5