„საქართველოს ექსპორტიორთა კავშირი“ მოსკოვში საკვები პროდუქტებისა და სასმელების გამოფენაზე ქართულ პროდუქციას წარადგენს

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 11:24

2013 წლის 11 - 15 თებერვლის ჩათვლით, ქ. მოსკოვში „ექსპოცენტრის“ საგამოფენო ცენტრში, გაიმართება საკვები პროდუქტების, სასმელებისა და რძის ნაწარმის მეოცე საერთაშორისო გამოფენა „პროდექსპო“, რომელზეც 50 სხვადასხვა ქვეყნის პროდუქტებთან ერთად პირველად, 7 წლის მანძილზე, ქართული ნაწარმიც იქნება წარმოდგენილი.

„პროდექსპოს“ გამოფენის შესაბამის სტენდზე „საქართველოს ექსპორტიორთა კავშირის“ ორგანიზებით ქართული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. რუსეთში უკვე გაგზავნილია კომპანია „ქიმერიონის“, "გრუსექსპორტის",„ასკანელის“ და „რაჭული ღვინის“ პროდუქცია, აგრეთვე „ასკანელის“ კონიაკი, „გურიელის“ ჩაი, „ეკო-ფუდის“ ყველი და კომპანია „კულას“ წვენები.

გამოფენაზე ქართული პროდუქციის წარდგენას „საქართველოს ექსპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელი მაქსიმ შავჩუკი უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46