თბილისის მერი დაკითხვაზე არ მივიდა

, 10 თებერვალი, 2013 - 20:02

თბილისის მერი  გიგი უგულავა მთაწმინდა-კრწანისის პოლიციაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა. გიგი უგულავამ პოლიციაში არმისვლის მიზეზად გადატვირთული სამუშაო განრიგის გამო მოუცლელობა დაასახელა და გამომძიებლებს თბილისის მერიაში, მის სამუშაო კაბინეტში სთხოვა მისვლა.

დედაქალაქის მერი მთაწმინდა-კრწანისის პოლიციაში 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოიძახეს.

თბილისის მერიამ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განცხადება გუშინვე გაავრცელა. დედაქალაქის მერია შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის ობიექტურად გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს.

8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე  საპარლამენტო უმცირესობის წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46