კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს უცვლელ პოზიციას თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერის საკითხში- ოიარს ერიკს კალნინსი

, 10 თებერვალი, 2013 - 15:08

" კიდევ ერთხელ გიდასტურებთ საქართველოსთან ლატვიის მეგობრობას და ჩვენს უცვლელ პოზიციას თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერის საკითხში",  - ამის შესახებ განცხადება ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ოიარს ერიკს კალნინსმა, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გააკეთა . ლატვიის სეიმის დელეგაცია საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. ლატვიის სეიმის დელეგაცია დღეს დილიდან სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" შეხვედრებს მართავს. დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს თედო ჯაფარიძეს შეხვდა. "ჩვენ ვისაუბრეთ კარგ მეზობლებზე, ცუდ მეზობლებზე, საინტერესო მეზობლებზე. ასევე განვიხილეთ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებთან დაკავშირებული საკითხები და კონკრეტულად ის, თუ როგორ შეიძლება აღმოჩნდეს ლატვია ამ თვალსაზრისით საქართველოს მხარდამჭერი, - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ.

შეხვედრის მთავარ თემას ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატში დაგეგმილი საკითხები, ასევე სამეზობლო თემატიკა წარმოადგენს.

11 თებერვალს ლატვიის დელეგაციის წევრები ალექსი პეტრიაშვილს , ზურაბ აბაშიძესა და მაია ფანჯიკიძეს შეხვდებიან.

ლატვიის სეიმის დელეგაცია საქართველოს 12 თებერვალს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44