ენერგო უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს დავით ონოფრიშვილი წარმოადგენს

, 10 თებერვალი, 2013 - 14:12

11-13 თებერვალს, ბაქოში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (Euronest PA) ენერგო უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა ჩატარდება, სადაც ევრო-პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა) წარმომადგენლებს შორის განიხილება და მიიღება კომიტეტის ხედვა ენერგო პოლიტიკის სფეროში. საქართველოს ენერგო უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის საფინანო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ენერგო უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე თანათავმჯდომარე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგო უსაფრთხოების კომიტეტის პოზიციის ხედვის თანამომხსენებელი, დავით ონოფრიშვილი წარმოადგენს. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ფარგლებში მუშავდება და მიიღება მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რაც გავლენას ახდენს ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებში უმნიშვნელოვანესი ენერგო პროექტების განხორციელებაზე. მათ შორის ბაქოს შეხვედრა მნიშვნელოვანია სამხრეთის დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ტრანს-კასპიური-შავი ზღვის ენერგო პროექტების მხარდაჭერის თვასაზრისით.

ქართული მხარის პოზიცია ასახულია კომიტეტის ხედვის ტექსტში. ბაქოს შეხვედრაზე ეს ტექსტი ქვეყნებს შორის განხილვისა და მსჯელობის საგანი იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59