საგამოფენო ცენტრში , "ექსპო - ჯორჯია" 15 - 16 თებერვალს ყველა სასწავლებლის პრეზენტაცია მოეწყობა

, 10 თებერვალი, 2013 - 13:22

გამოფენების ცენტრი ექსპო-ჯორჯია უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-3 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს.გამოფენის ფარგლებში ყველა სასწავლებლის პრეზენტაცია, ე.წ. “ღია კარის დღე” ჩატარდება . სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და წამყვან სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ პირისპირ გაესაუბრონ მომავალ სტუდენტებს, გააცნონ მათი პროდუქტები და სწავლის პირობები, ასევე მოისმინონ აბიტურიენტებისა და მათი მშობლებების შეხედულებები და სურვილები. გამოფენის პარალელურად პროფესიული წრეების არაერთი შეხვედრა, ახალი პროექტების პრეზენტაცია, საგანმანათლებლო სისტემაში ახალი ინიციატივების განხილვა და პროფესიული გამოცდილების გაზიარება იგეგმება. გამოფენა 2013 წლის 15-16 თებერვალს მე–11 საგამოფენო პავილონში, წერეთლის 118 - ში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46