პოლიციელმა გორში გოგონა სიკვდილს გადაარჩინა

, 10 თებერვალი, 2013 - 12:28

2013 წლის 9 თებერვალს ქ. გორში, ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ლევან ბიწკინაშვილმა, 1991 წელს დაბადებული მარიამ ნ. სიკვდილს გადაარჩინა.

მარიამ ნ. ქ. გორში, სტალინის გამზირზე, ე.წ. „სადგურის ხიდებთან" თვითმკველოლობის მიზნით მდინარე მტკვარში გადახტა. ამ ფაქტს შემთხვევით ლევან ბიწკინაშვილი შეესწრო. იგი დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე და გოგონა წყლიდან უვნებლად ამოიყვანა.

ამ დროისათვის მარიამ ნ-ს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას დახმარება ადგილზევე გაუწია. მისი განმარტებით, თვითმკვლელობა, მეუღლესთან დაშორების შემდეგ ოჯახის წევრებთან არსებული უთანხმოების გამო სცადა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4