თითქოს ქუჩა ორივე მხრიდან პოლიციის კორდონით იყო დაცული, სრული სიცრუეა - გოგა ხაჩიძე

შაბათი, 09 თებერვალი, 2013 - 21:29

პოლიციის მიერ ანიმაციით დახატული მოდელირება, თითქოს ქუჩა ორივე მხრიდან პოლიციის კორდონით იყო დაცული, სრული სიცრუეა,- აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაჩიძე შსს-ს მიერ გავრცელებულ ანიმაციური რგოლის შესახებ და  დასძენს, რომ ალტერნატიული შესასვლელის შესახებ ნაციონალური მოძრაობა არავის გაუფრთხილებია.

"ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ჩვენს მისვლამდე, იქნებ დაასახელოს შსს-მ, კონკრეტულად ვინ უთხრა ვის, რომ არსებობდა ალტერნატიული შესასვლელი, რომელიც პოლიციას ჰქონდა დაცული?!... ეს ხომ მარტივი ამოცანაა?1 x დროს, ფ.კ-მ უთხრა დ.რ.-ს რომ ჩვენ შეგვეძლო შესვლა ალტერნატიული შესასვლელით. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 საათი ვიდექით GTC-სთან და შემდეგ წამოვედით ფეხით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. ეს კადრებშიც ნათლად ჩანს.

პოლიციის მიერ ანიმაციით დახატული მოდელირება, თითქოს ქუჩა ორივე მხრიდან პოლიციის კორდონით იყო დაცული სრული სიცრუეა!

ეს ქუჩა ფეხით ავიარეთ და ეკლესიასთანაც შევჩერდით. მე იქ კორიდორი კი არა, პოლიციელი არ დამინახავს საერთოდ", - წერს გოგა ხაჩიძე facebook -ზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44