გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში იაშვილი, გვაზავა, ფირცხალავა და დონაძე პატიმრობიდან გათავისუფლდებიან

შაბათი, 09 თებერვალი, 2013 - 21:21

თბილისის საქალაქო სასამართლო ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, "ჯეონიუსი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

" 2013 წლის 9 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების დავით იაშვილის, ალექსანდრე გვაზავას, ირაკლი ფირცხალავას, გურგენ დონაძის და ამჟამად ძებნაში მყოფ ზაზა ბაქრაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. სასამართლომ ბრალდებულებს დავით იაშვილს, ალექსანდრე გვაზავას, ირაკლი ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო - 15 ათასი ლარის ოდენობით, ბრალდებულ გურგენ (გურამ) დონაძეს 25 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს შეეფარდა პატიმრობა.

სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო ბრალდებულთა პიროვნებები, მათი წარსული, ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი, სასამართლოსთვის თავის არიდების რისკი; კერძოდ: ბრალდებულები, გარდა ზაზა ბაქრაძისა არაერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოებში, ასევე ბრალდებული გურგენ დონაძე ნებაყოფლობით გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე; ბრალდებულთა უმეტესობა არის დაოჯახებული და ყველა მათგანს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ამჟამად აღარ მუშაობენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, ასევე საქმეზე შემხებლობის მქონე პირების მიმართ ზემოქმედების და ხელის შეშლის საფრთხე, რის გამოც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. ამასთან ბრალდებულებს დაევალათ კვირაში ერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და მათ მიმართ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გამომძიებელს ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტები. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა ზაზა ბაქრაძემ თავი აარიდა სასამართლოს, რითაც იგი ხელს უშლის მართლსაჯულების განხორციელებას, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ.

გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში დავით იაშვილი, ალექსანდრე გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და გურგენ დონაძე გათავისუფლდებიან პატიმრობიდან.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ ზაზა ბაქრაძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ამჟამად ამნისტირებულია და მოცემულ შემთხვევაში ექვემდებარება სს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებას (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, გადაზიდვა - ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), აღნიშნული დანაშაული, ბრალდების თანახმად სავარაუდოდ ჩადენილია 2004 წელს, ხოლო 2004 წელს მოქმედი სიხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღნიშნული დანაშაულისთვის სს პასუხისმგებლობას.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 27 მარტს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5