თბილისის მერი საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შაბათი, 09 თებერვალი, 2013 - 19:53

თბილისის მერი საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულა რომ, "შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებასა და სიტუაციის ისე წარმოჩენას ცდილობს, თითქოს საჯარო ბიბლიოთეკასთან ხალხის შეკრება და შემდგომ იქ მომხდარი დაპირისპირება მმართველი კოალიციის მიერ არ იყო ორგანიზებული".

"მინისტრი შეგნებულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როდესაც ალტერნატიულ შესასვლელებზე საუბრობს. მინდა მომხდართან დაკავშირებით კატეგორიულად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ის რომ დილიდან იკვეთებოდა აგრესიის ნიშნები, შინაგან საქმეთა მინისტრი კარგად იყო ინფორმირებული და პოლიცია ვალდებული იყო წესრიგი უზრუნველეყო. თუმცა ყველამ კარგად დაინახა, რომ მოხდა აბსოლუტურად საპირისპირო. ჩვენ 20 მეტრის ფეხით გავლა მოგვიწია და არც ერთ პოლიციელს და არც ადგილზე მყოფ ხელმძღვანელ პირს არ ჩაუთვლია თავი ვალდებულად მოსულიყო და ალტერნატიული შესასვლელის არსებობის შესახებ ეთქვა. არ მგონია მათ ჩემი ან რომელიმე დეპუტატის ცნობა გაჭირვებოდათ. შესაბამისად მითი ალტერნატიული შესასვლელების შესახებ მინისტრმა მას შემდეგ შეთხზა, რაც გააცნობიერა, რომ ამ სისხლისღვრაზე პირადად თვითონ და ივანიშვილი იყვნენ პასუხისმგებელი.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრების უნიჭო მცდელობას, კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარმოადგინონ ჩემი მოქმედება და ფრაზები, მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ჩემი მხრიდან ხელით მოწოდება ეკუთვნოდათ ჩვენს თანმხლებ დეპუტატებს, რათა ერთად გვევლო, იმისათვის რომ ნაკლები ყოფილიყო ინდივიდუალურად მათზე თავდასხმის საფრთხე. რაც შეეხება სიტყვა შოუს, მე ის მას შემდეგ წარმოვთქვი, რაც იქვე მდგომ პოლიციელებს რამდენჯერმე მივმართე თხოვნით დაემყარებინათ წესრიგი და ემოქმედათ კანონის შესაბამისად, რის პასუხადაც მხოლოდ მათი უმოქმედობა მივიღე. სწორედ ამას მოყვა ჩემი აღშფოთება, რაც შემდეგი ფრაზით გამოვხატე: “როგორც ჩანს თქვენ შოუ გინდათ”.

თუ ივანიშვილის ხელისუფლებას რეალურად სურს ჩამოირეცხოს ის სისხლი, რომელიც მან მმართველობის 100 დღის თავზე დაღვარა, კატეგორიულად მოვითხოვ სწრაფ, ობიექტურ გამოძიებას, დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას" - აღნიშნულიოა დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46