ბუტა რობაქიძის ოჯახმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

შაბათი, 09 თებერვალი, 2013 - 17:17

ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესი რობაქიძის ოჯახის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. სასამართლოს დატოვების მიზეზად მოსამართლის გადაწყვეტილება სახელდება, კერძოდ ის, რომ მან ბუტა რობაქიძის მამისა და ბიძის სასამართლო პროცესიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.რობაქიძის მამის, ამირან რობაქიძის განცხადებით, დონაძემ ბუტა რობაქიძის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა, რის შემდეგაც ბუტა რობაქიძის ბიძამ ვასო რობაქიძემ მას უთხრა, რომ სამძიმრის ნაცვლად ჯობია პასუხი აგოს იმ დანაშაულისთვის, რაც მან ჩაიდინა. ამის შემდეგ მოსამართლემ ვასო რობაქიძე დარბაზიდან გააძევა. ამ ფაქტის შემდეგ რობაქიძის ოჯახის ყველა წევრმა პროცესი დატოვა. "სოსომ მითითება გააკეთა ხმადაბლა, რომ არასწორად მიდიოდა რაღაცეები. პორკურატურას ამტყუნებდენ, რომ ეს ასე და ის ისეა. როგორც კი სოსომ პირველი სიტყვა თქვა, არც დაუმთავრებია, ეგრევე მოსამართლემ გარეთ გამოაგდო. შემდეგ მოვისმინეთ ყველაფერი. იაშვილიც გამოვიდა, ფირცხალავაც. სუყველა იმართლებს თავს, ეს იყო იმის ბრალი და ამის ბრალი. შემდეგ დონაძე გამოვიდა, გვისამძიმრებს რობაქიძეების ოჯახს. ჩემი მეორე ბიჭი ეუბნება, რა უფლება გაქვს რომ გვისამძიმრებ ადექი და პასუხი აგე" - აცხადებს ამირან რობაქიძე. რობაქიძის ბაბუა აცხადებს, რომ არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობენ. სასამართლო პროცესი ახლაც მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რო საქალაქო სასამართლოში შსს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გურამ დონაძისთვის და კიდევ ოთხი პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების შფარდების საკითხს განიხილავენ. გურამ დონაძე გუშინ ღამით სამართალდამცველებმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41