თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლთან 2004-2012 წლებში პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი გახსნა

შაბათი, 09 თებერვალი, 2013 - 17:14

თბილისის იუსტიციის სახლთან 2004 - 2012 წლებში პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და 2006 წლის 2 მაისს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა გახსნეს.

"ამ ადგილას, 2006 წელს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მანქანაში ახალგაზრდა ზურაბ ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი ჩაცხრილეს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ მოკლულთა ხსოვნას და ზავი დავდოთ ყველამ ერთად საკუთარ წარსულთან და ამ წარსულს ჰქვია წინა ხელისუფლება. მომავალი უნდა ავაშენოთ ერთად. ვიმედოვნებ, რომ ეს მემორიალი იქნება ხიდი წარსულსა და ძალიან კარგ, ნათელ მომავალს შორის", - აღნიშნა წულუკიანმა.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებიან მოკლული ალექსანდრე ხუბულოვის შვილები, დიდუბის პანთეონთან მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, კოალიცია "ერთსულოვნების" ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44