გოგა ხაჩიძე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შსს-ს მიერ შექმნილ ალტერნატიულ შესასვლელებს უარყოფს

შაბათი, 09 თებერვალი, 2013 - 16:36

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გოგა ხაჩიძემ მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა "facebook"- ის საკუთარ გვერდზე, სადაც  შსს-ს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეროვნულ ბიბლიოთეკასთან  ალტერნატიული შესასვლელების შესახებ უარყოფს და აღნიშნავს, რომ მათთვის ამ შესასვლელების შესახებ არავის უთქვამს.

„ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ჩვენს მისვლამდე, იქნებ დაასახელოს შსს-მ, კონკრეტულად ვინ უთხრა ვის, რომ არსებობდა ალტერნატიული შესასვლელი, რომელიც პოლიციას ჰქონდა დაცული?!... ეს ხომ მარტივი ამოცანაა?! მაგალითად x დროს, ფ.კ- მ უთხრა დ.რ.- ს, რომ ჩვენ შეგვეძლო შესვლა ალტერნატიული შესასვლელით. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 საათი ვიდექით GTC-სთან და შემდეგ წამოვედით ფეხით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. ეს კადრებშიც ნათლად ჩანს. პოლიციის მიერ ანიმაციით დახატული მოდელირება, თითქოს ქუჩა ორივე მხრიდან პოლიციის კორდონით იყო დაცული სრული სიცრუეა! ეს ქუჩა ფეხით ავიარეთ და ეკლესიასთანაც შევჩერდით. მე იქ კორიდორი კი არა, პოლიციელი არ დამინახავს საერთოდ“ - წერს ხაჩიძე.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს თბილისის და მცხეთა - მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ლაშა ჯოხაძემ, 2013 წლის 8 თებერვალს, გუდიაშვილის ქუჩაზე ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან მობილიზებული საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და დედაქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ, შენობაში შესასვლელად ორგანიზებული ორი ალტერნატიული კორიდორის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46