გიორგი თევზაძე თურქეთიდან უხარისხო ბოსტნეულის შემოტანის თაობაზე საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

შაბათი, 09 თებერვალი, 2013 - 15:51

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ”თქვენი უფლებებისათვის” სპიკერი გიორგი თევზაძე თურქეთიდან უხარისხო ბოსტნეულის შემოტანის თაობაზე საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთიდან კარტოფილის კიბოთი დაავადებული კარტოფილით სავსე კონტეინერი შემოვიდა. როგორც მინისტრმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული დაავადება საკარანტინოა. მინისტრის თქმით, ტვირთი დაყადაღებულია და სრულად განადგურებას დაექვემდებარება, ხოლო ფაქტის შესახებ იმპორტიორ ქვეყანას ეცნობება. პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ახალმა ხელისუფლებამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს და უზრუნველჰყოს კონტროლის აუცილებელი იურიდიული ბაზის შექმნა. ეს პროცესი კი საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს. გაცნობებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სურსათის უვნებლობის კოდექსში ცვლილებებს ამზადებს, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპრაკებისას ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5