უნდა დადგეს გიგი უგულავას, როგორც პროვოცირების ორგანიზატორთა ჯგუფის ლიდერის პასუხისმგებლობის საკითხი - ზაზა გაბუნია

შაბათი, 09 თებერვალი, 2013 - 15:14

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და "ქართული ოცნება - თბილისის" თავმჯდობარეებმა ზაზა გაბუნიამ და გიორგი მუსხელიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთეს, რომლითაც მერის გუშინდელ ქმედებებს გამოეხმაურნენ. " ჩვენ აქამდე ვიცნობდით უპასუხისმგებლო დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას, რომელიც უპასუხისმგებლო იყო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებთან დაკავშირებით. გუშინ ვნახეთ უპასუხისმგებლო დედაქალაქის მერი, რომელიც ამჯერად პროვოცირებისთვის ორგანიზებული ჯგუფის ლიდერად მოგვევლინა" - აცხადებს ზაზა გაბუნია. ზაზა გაბუნიას თქმით, პოლიცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ შესაძლო დაპირისპირება თავიდან აეცილებინა.გიგი უგულავამ კი ამ დროს სიტუაციის ესკალაცია მოახდინა. გაბუნია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. გიორგი მუსხელიშვილი უერთდება ზაზა გაბუნიას პოზიციას ამ ფაქტთან დაკავშირებით და გიგი უგულავას პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. "გიგი უგულავამ კარგად იცის, რომ პასუხი უნდა აგოს ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულობების გამო და გუშინდელი მისი მოქმედება ბოლო გაბრძოლება იყო ქვეყანაში მდგომარეობის დასაძაბად. მოვითხოვთ, ყველა ის პირი, რომელიც მის ლიდერ ქალაქის მერთან ერთად ქვეყნის არეულობის მცდელობას ეწეოდა, პასუხისგებაში იქნენ მიცემული" - განაცხადა "ქართული ოცნება - თბილისის" თავმჯდომარემ, გიორგი მუსხელიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5