მთელი პასუხისმგებლობა გუშინდელ მოვლენებზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირმა ნადირაშვილი

შაბათი, 09 თებერვალი, 2013 - 15:03

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო დაპირისპირებას შეუწყო ხელი. ნადირაშვილმა ასევე გააკრიტიკა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისივე თქმით, ღარიბაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მაშინ მივიდა, როდესაც სიტუაცია უკვე განმუხტული იყო.

„მთელი პასუხისმგებლობა გუშინდელ მოვლენებზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორება საკუთარი პოლიტიკური ოპონეტების მიმართ, ეს დარბევა დაგეგმა ივანიშვილმა და განახორციელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ კრიმინალების ხელით რომლებიც ციხიდან სულ ცოტა ხნის წინ გამოუშვეს“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 8 თებერვალს, გუდიაშვილის ქუჩაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და საპარლამენტო უმცირესობას შორის.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41