უფლებადამცველ გიორგი თევზაძეს მსჯავრდებულ ქალთა დაწესებულებიდან ერთობლივი განცხადებით მიმართეს

შაბათი, 09 თებერვალი, 2013 - 14:19

უფლებადამცველ გიორგი თევზაძეს ქალთა სასჯელაღსრულების #5 დაწესებულებიდან მსჯავრდებულებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს, რომელსაც ხელს აწერს ოთხასზე მეტი მსჯავრდებული.  იგივე განცხადება იქნა გაგზავნილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე. მსჯავრდებული ქალების მიერ გამოგზავნილ განცხადებაში ვკითხულობთ: ”მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული ქალბატონების უმეტესობა ველოდებით, რომ კანონი ამინისტიის შესახებ გვაძლევს საშუალებას უმოკლეს ვადაში დავტოვებთ საპყრობილეებს და ვიქნებით თავისუფლები, ვითხოვთ ბატონი ზვიად კვარაცხელია დაგვიბრუნოთ როგორც თანამშრომელი, რომელიც გამოირჩეოდა ჩვენდამი თბილი, ყურადღებიანი, ყველა პატიმრის გაჭირვების გამზიარებელი, თითეული პატიმრის წამოკვნესებისთანავე ბატონი ზვიადი კვარაცხელია ჩნდებოდა მის გვერდით და იჩენდა მაქსიმალურ ყურადღებას და თანადგომას. ბატონი ზვიად კვარაცხელიას ქალთა კოლონიიდან ჩამოცილებით პენიტენტიური სისტემა ერთადერთ ისეთ თანამშრომელს, რომელსაც რეალურად აღელვებს პატიმრის ბედი. გთხოვთ მიმართოთ ყველა შესაბამის ორგანოს, რომ ზვიად კვარაცხელია აღდგეს დაკავებულ თანამდებობაზე და დაუბრუნდეს მის სამუშაო ადგილს. დიდი მადლობა მას ყველაფრისათვის, რასაც იგი მსჯავრდებულებისათვის აკეთებდა. გთხოვთ და მოვითხოვთ დაგვიბრუნდეს. ჩვენ იგი გვჭირდება, რადგან მთელი ზონა მის გარეშე ობოლი ბავშვივით ვართ”. გიორგი თევზაძის განცხადებით, ეს ერთობლივი განცხადება, მისი ხელმომწერთა რაოდენობის გათვალისწინებითაც, ყურადსაღებია და ამასთანავე არის მხედველობაში აუცილებლად მისაღები. ასეთი დამოკიდებულების მქონე თანამშრომლების შენარჩუნება მნიშვნელოვანია ისეთ ურთულეს სისტემაში, როგორიც არის პენიტენციური სისტემა. გარდა ამისა, როგორც პენიტენციური სისტემის საზოგადოებირვი მონიტორინგის ჯგუფის ყოფილი წევრი, არაერთხელ მქონდა შეხება ზვიად კვარაცხელიასთან, როდესაც ვატარებდი მონიტორინგს ქალთა დაწესებულებაში. ყველა შეხვედრისას ზვიად კვარაცხელია, რომელიც იყო დაწესებულების დირექტორის მოადგილე, ურთიერთობებში გამოირჩეოდა გულისხმიერებით. მისი და დაწესებულების დირექტორის ქალბატონ მედიკო ალანიას მიმართ დადებით და გულისხმიერ დამოკიდებულებას ადასტურებდნენ მსჯავრდებული ქალები და აღნიშნავდნენ, რომ ასეთი ადამიანების გულისხმიერმა დამოკიდბულებამ მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა პატიმრობის პირობები. რეალური გარემოებების გათვალისწინებით გიორგი თევზაძე იზიარებს მსჯავრდებული ქალების ერთობლივ განცხადებაში დაფიქსირებულ პოზიციას და როგორც უფლებამდაცველი მიმართავს უფლებამოსილ უწყებას მხედველობაში მიიღოს ეს გარემოებები შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41