რიჩარდ ნორლანდი აქციის მონაწილეებს ესაუბრა

შაბათი, 09 თებერვალი, 2013 - 13:51

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი პრეზიდენტის მიმართვის დასრულების შემდეგ, რეზიდენციასთან შეკრებილ მოქალაქეებს ესაუბრა. მან მოსახლეობას პროტესტის მშვიდობიანი გზით გამოხატვისკენ მოუწოდა.

ნორლანდმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტი ძალადობად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამით დემოკრატიის პრინციპი დაირღვა. "ვგრძნობ, რომ თქვენ ალბათ ძალიან ბევრ რამეზე ხართ განაწყენებული. ჩემი მიმართვა ასეთია, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდეს საშუალება პრეზიდენტთან ურთიერთობის და თანამშრომლობის. დღეს პრეზიდენტმა გაახმოვანა, რომ ის პარლამეტთან და მთავრობასთან ურთიერთობისთვის მზად არის. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობამ მას ამის საშუალება უნდა მისცეს. იმიტომ, რომ არის უფრო მეტი ძალადობის საშიშროება. არა მგონია რომ საქართველოს მოქალაქეებს ეს უნდოდეთ"- აღნიშნა მოქალაქეებთან საუბრისას რიჩარდ ნორლანდმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57