„მე ვაპირებდი პარლამენტში მისვლას, რათა უმრავლესობისთვის თანამშრომლობა შემეთავაზებინა“-მიხეილ სააკაშვილი

შაბათი, 09 თებერვალი, 2013 - 13:22

მთავრობის დათხოვნის უფლება ძალიან ეფემერულია კონსტიტუციაში და არაერთხელ მითქვამს, რომ მის გამოყენებას, მით უმეტეს, არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, არ ვაპირებ- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას. პრეზიდენტმა სიტყვის შესავალში შეშფოთება გამოთქვა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების გამო და აღნიშნა, რომ უმცირესობას არ სურდა გამოსვლას რაიმე სახის შეტაკება მოჰყოლოდა.

"მე დიდი სიამოვნებით ვესწრებოდი ხოლმე გამოსვლებს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიყავი ოპოზიციაში პრეზიდენტთან, რადგან ეს იყო მშვენიერი შესაძლებლობა გამოგვეხატა ჩვენი აზრი და პოზიცია, ასევე ქვეყნისთვის მიგვეცა შედარების შესაძლებლობა.

სწორედ ამითაა ასეთი გამოსვლები მნიშვნელოვანი და ეს შანსი ჰქონდა საქართველოს დღევანდელ პარლამენტსაც.ძალიან კარგად მესმის პოლიტიკური დინამიკა და ძალიან კარგად ვიცი, რომ მთავრობის დათხოვნა, მით უფრო, ამ ეტაპზე, სამ, ოთხ, ხუთ თვეში დამანგრეველია, უპირველესად, მისთვის, ვინც ამას გააკეთებს; იმ პოლიტიკური ძალისთვის, ვინც ამის ინიცირებას მოახდენს.როგორც არაერთხელ განვმარტეთ, საკონსტიტუციო ცვლილებისთვის უმრავლესობას აქვს სხვა ბევრად უფრო სერიოზული მიზეზები. ეს უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემაც აღნიშნა.

ჩვენ მზად ვიყავით დავთანხმებოდით მათ მოთხოვნას, რომელიც გულისხმობდა, რომ პრეზიდენტის რამდენიმეთვიანი უფლება - დაეთხოვა მთავრობა - ინსტიტუციურად გაუქმებულიყო.

თუმცა, ვიმეორებ, რომ ისინი სწორედ ამ კონსტიტუციით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამავე კონსტიტუციას ეთანხმებოდნენ, როდესაც კენჭს იყრიდნენ შარშან, ოქტომბერში.

ეს იყო დადგენილი თამაშის წესები და როდესაც თამაშის წესებს გზადაგზა ცვლი, ეს თავისთავად არის დემოკრატიის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება.

რეალურად, ეს ცვლილებები არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე პრეზიდენტის ეფემერული უფლებამოსილებების, ჩემთვის, პრინციპში, უმნიშვნელო შეზღუდვა"- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41