შიდა ქართლის გუბერნატორმა გლუკის პროექტები დაათვალიერა

შაბათი, 09 თებერვალი, 2013 - 13:36

შიდა ქართლის გუბერნატორმა ანდრო ბარნოვმა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის (გლუკი) მისიის ხელმძღვანელმა, სიმონე ვოლკენმა შიდა ქართლის რეგიონში გაეროს განვითარების პროგრამისა და გლუკის ერთობლივი პროექტები დაათვალიერეს.

პროექტებს შორის იყო კარალეთის დევნილთა დასახლებაში არსებული სათემო ცენტრი, ფერმა და სამკერვალო ფაბრიკა ბერბუკის დევნილთა დასახლებაში, სოციალური სახლები გორში, სასთბურე მეურნეობა სოფელ თელიანში და სხვები. გუბრნატორმა აღნიშნა რომ, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები მნიშვნელოვანი დახმარებაა რეგიონის მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს სოფელ ერგნეთში დაზიანებული სახლების გადახურვის პროექტის მნიშვნელობას, სასათბურე მეურნეობის პროექტს თელიანში, რომლის ფარგლებშიც დევნილები ჩითილების გამოყვანის ტექნოლოგიებს ეუფლებიან, და სოციალური სახლების პროექტს გორში, სადაც 14-მა უსახლკარო ოჯახმა მიიღო თავშესაფარი. გუბერნატორის თქმით, მსგავსი პროექტები უნდა გაგრძელდეს მთავრობის აქტიური ფინანსური მონაწილეობით ,,ჩვენ უნდა მივცეთ ამ ხალხს საშუალება , რომ შვება იგრძნონ და განვითრებაზე იფიქრონ.“ „კიდევ მრავალი სხვა პროექტია გლუკის მიერ განხორციელებული ჩვენს რეგიონში, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოსავლის გენერირების პროექტები, როგორც დევნილთა დასახლებებში, ასევე სოფლებში, და ასეთ პროექტებში ოჯახების ჩართვა.“ აღნიშნა ანდრო ბარნოვმა. მისი თქმით, თემის წევრების უშუალო ინტერესი უნდა გაიზარდოს და ეს პროექტები მათი ოჯახებისა და მთლიანად თემის სტაბილური შემოსავლისა და განვითარების წყარო უნდა გახდეს. გუბერნატორი ასევე აღნიშნავს, რომ აქტიურად შეუწყობს ხელს მომავალში ასეთი სახის პროექტების განხორციელებას და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივობაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა პროექტების წარმატებისთვის.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46