სოზარ სუბარმა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება მოინახულა

შაბათი, 09 თებერვალი, 2013 - 09:58

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება მოინახულა, რომელიც პირველ მობინადრეებს მაისის თვეში მიიღებს.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსდებიან ის პირები, რომლებსაც სასამართლომ შეუფარდა თავისუფლების შეზღუდვა, ასევე ის მსჯავრდებულები, რომლებსაც ადგილობრივი საბჭოების მიერ, მათივე თანხმობის საფუძველზე, შეეცვლებათ თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით.დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულებს შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილება, ასევე ექნებათ ხანმოკლე პაემნის უფლება, ხოლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, უქმე დღეებში დაწესებულების დატოვების შესაძლებლობაც მიეცემათ.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად განთავსებულ პირებს ექნებათ დასაქმების და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა.

ამასთანავე, მსჯავრდებულები გაივლიან სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო კურსებს, შესაძლებელი იქნება საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღებაც.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46