მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი დააკავეს

შაბათი, 09 თებერვალი, 2013 - 11:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის დეტექტივების განყოფილებაში, 2013 წლის 8 თებერვალს, გუდიაშვილის ქუჩაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს განხორციელებულ ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

გამოძიებამ ინციდენტში მონაწილე 10 პირი, მოწმის სტატუსით, იმავე დღეს დაკითხა. დაკითხვის დასრულების შემდეგ, სამართალდამცველებმა 2 პირი – მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები.

სამართალდამცველებმა დღეს, დილით, ის პირიც დააკავეს, ვინც საპარლამენტო უმცირესობის წევრ, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებული გიორგი მამალაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილის შესაბამისად მიმდინარეობს.

ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5